უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
არ არსებობს ასეთი პრინციპი - ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე, არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე - ირაკლი კობახიძე
არ არსებობს ასეთი პრინციპი: ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე, ასეთ ფარსს ვერავინ მიჰყიდის ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა გაიხსენა 2023-2024 წლებში ჩადენილი დანაშაულები და აღნიშნა, რომ როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.
მისივე თქმით, ბოლოს დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და, ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ, საიდანაც მხოლოდ 30 ადამიანია დაპატიმრებული.
„2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი. მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ცნობილი გრიგორიადისი. შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი და დაპატიმრებული იყო მხოლოდ ექვსი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი იქნა შეწყალებული, ხუთი დარჩა მხოლოდ პატიმრობაში და ამან იქონია ძალიან ცუდი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი. ახლა რა მოხდა – დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და, ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. ეს ხომ ჩვენ თვალწინ მოხდა. ეს უმძიმესი ძალადობა მოხდა ჩვენ თვალწინ. არ არსებობს ასეთი პრინციპი: ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. არ შეიძლება, ასეთი ფარსი მიჰყიდოს ვინმემ ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


