უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2017 15:20
font-size

არ მინდა, ვიყო გათანაბრებული გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან - ნაირა გელაშვილმა ომბუდსმენს ტოლერანტობის სიგელი დაუბრუნა

მწერალმა და კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა - ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლარანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული სიგელი დაუბრუნა. ამ ფორმით გელაშვილმა გააპროტესტა, რომ სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ 16 ნოემბერს იგივე ჯილდო გადასცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

ტოლერანტობის სიგელი ნაირა გელაშვილმა რამდნეიმე წლის წინ მიიღო.

„როდესაც იმავე ტოლერანტობის ჯილდოს, რაც ნიშნავს სიკეთეს, კეთილშობილებას, ჩაგრულთა გამოქომაგებასა და ა.შ, აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ბოტროტმოქმედებს, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ჩვენ უკვე აღარ გვინდა, მათთან ვიყოთ გათანაბრებულები. მე ვგულისხმობ გიგა ბოკერიას, მე ვგულისხმობ რუსთავი 2-ს, რომელიც იყო ამ ბოროტების, სიცრუის კონვეიერი“, -თქვა გელაშვილმა.

ომბუდსმენთან არსებული რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარის, ბექა მინდიაშვილის განმარტებით, ეს საკითხი სახალხო დამცველს არ ეხება, რადგან ის არ ერევა რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებებში.

„რელიგიათა საბჭო აბსოლუტურად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველს არ აქვს არანაირი საშუალება, ჩაერიოს წესდების მიხედვით რელიგიათა საბჭოს გადაწყვეტილებებში . ყოველწლიურად ის აჯილდოვებს ტოლერანტობის ქომაგებს , იქნება ეს არასამათავრობო ორგანიზაცია , მედია, პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ან კონკრეტული პიროვნება და აქვს შესაბამისი კრიტერიუმები , რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ მხარდაჭერისა და რელიგიის დაცვისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით“, -თქვა მინდიაშვილმა.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი