უკან

კომენტარი

21 სექტემბერი, 2018 14:30
font-size

არ შეიძლება კონკრეტულ მედიასაშუალებას, რომელსაც ფლობ, ამოეფარო და თქვა, რომ მე არ მინდა გადასახადების გადახდა - მამუკა მდინარაძე „იბერიაზე“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, რომ არ შეიძლება, ბიზნესმენი თავისი მედიასაშუალების გამოყენებით გადასახადების გადახდას თავს არიდებდეს.

„როდესაც ასეთ კამპანიას იწყებს ადამიანი, კონკრეტული ინფორმაციის თქმა და კონკრეტული პირების დასახელება უკვე მისი უფლება კი აღარ არის, არამედ ვალდებულებაა.

იმ ადამიანებმაც, ვინც ამ ამბავში, ამ პიარკამპანიაში არიან გახვეულები, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე.

არ შეიძლება, კონკრეტულ მედიასაშუალებას, რომელსაც ფლობ, ამოეფარო და თქვა, რომ მე არ მინდა გადასახადების გადახდა. და რაც მთავარია, მედიაპლურალიზმს ამ ქვეყანაში საფრთხე აღარასდროს აღარ დაემუქრება“, -თქვა დეპუტატმა.

ზაზა ოქუაშვილმა „იბერიასთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაასახელებს იმ მაღალჩინოსნებს, ვინს „ომეგა ჯგუფს“ ფულს სძალავდა.

„აუცილებლად მე დავასახელებ უმაღლეს პირებს, რომლებიც არის და ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და განაგებს. გავაჟღერებ ყველა გვარს, ყველა სახელს, რაც არ უნდა დიდი იყოს, რაც არ უნდა საშიში იყოს.

იმას ვაზუსტებ, რომ არ გადავუსწრო იურიდიულ პროცესებს, რაც მიმდინარეობს უცხოეთში და რომ მქონდეს მხარდაჭერა შეთანხმებული ჩემი ადვოკატებისგან“, - თქვა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, „ომეგა“ ითხოვს ვალის რესტრუქტურიზაციას.

„ „ომეგა“ წნეხის ქვეშაა, დეკლარირებული ვალდებულებები გაუჩნდა და ითხოვს, რომ ეს გრაფიკი, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია ორ თვეში მისცეს, რესტრუქტურიზაციას ვეძახით ჩვენ, და ამას არ აკეთებს სახელმწიფო. დაუკვირდით, რასთან გვაქვს საქმე. სად ხდება ეგრე, გადაიხადოს 50 – 51 მილიონი ორ კვირაში, სად ხდება, ხალხო? ხალხო, გამოვფხიზლდეთ, შევხედოთ, თანაც 50 მილიონში 14, შეიძლება 15 მილიონი არის საურავი. საურავზე საუბრობენ კომპანიაზე, რომელსაც ასეულობით მილიონი დაბანდებული აქვს, მილიარდები ბიუჯეტში აქვს შეტანილი და ამდენი ინვესტიცია. და როდესაც ითხოვს, მომეცი გრაფიკი, ადამიანო, მინისტრო, პრემიერ-მინისტრო, იმის იქით, მომეცი გრაფიკი და დავფარავ, მაგრამ ნუ მაჩერებ და გამიშვი, იმ 8%-ზე მეტი ამაღებინე, რაც მე მეკუთვნის მეტი, არა? “, - განაცხადა ოქუაშვილმა ინტერვიუში.

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ყველას შეუძლია, შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მშვიდობიანად, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც, ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, არ დაარღვიონ კანონი, როგორც კი კანონს დაარღვევენ, მაშინვე მიიღებენ მკაცრ&n

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმ

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 10:59

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება. მან ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტები

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი

1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წ

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე

1 ოქტომბერი, 2025 , 16:21

თუ ვინმეს სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი ნებაა. აბა, გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მ