უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


არ უნდა დავუშვათ რუსეთის პროვოკაციებზე წამოგება - ქეთევან ციხელაშვილი
ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის პროვოკაციებზე წამოგება, რამდენადაც ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და თარიღი, 8 აგვისტო, რომელიც ამ ვიზიტისთვის შეირჩა, არ არის შემთხვევითი, ვინაიდან ეს არის საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციის 9 წლისთავი.
„ეს ჯდება იმ პროვოკაციების რიგში, რომელსაც ადგილი აქვს თითქმის ყოველდღიურად - ეს არის დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, ბარიკადები და ა.შ. მაგრამ ჩვენი ხაზი გახლავთ იმგვარი, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ პროვოკაციებზე წამოგება. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი და ამოცანა იმისთვის, რომ განვვითარდეთ და შევძლოთ მშვიდობიანი გზით, კონსტრუქციული პოლიტიკით კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება.
მანამდე კი, ჩვენი ხაზი ასევე არის, ვიზრუნოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე და განვავითაროთ ჩვენი პოლიტიკა შერიგების მიმართულებით. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით სწორედ მშვიდობით, ეკონომიკური და დემოკრატიის განვითარებით და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21