უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
24 თებერვალი, 2020 17:15
არ ვიცი სამინისტროში ვიქნები, თუ სახლში - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ იცის, საარჩევნოდ იქნება თუ არა სიაში.
„რომ გითხრათ სიმართლე, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან მედია არ არის ორიენტირებული სიმართლეზე, ყველა მედიას არ ეხება, ბოდიშს ვუხდი. რაც შეეხება სიმართლეს, არის ის, რომ არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, სამინისტროში ვიქნები, სახლში ვიქნები, არ ვიცი“, - განაცხადა წულუკიანმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და მის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.