არქივი
კომენტარი
არასდროს ვენდობი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებზე დადიან - დემურ გიორხელიძე
ექსპერტ დემურ გიორხელიძის განცხადებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცალსახად საუბარი იმაზე, ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი და ვინ შეიძლება იყოს ის, რთული სათქმელია.
„სულ ცოტა 5 თვეზე მეტია არჩევნებამდე დარჩენილი, ამიტომ ქართველების ძალიან ცვალებადი განწყობებიდან გამომდინარე, დღესაც კი შეუძლებელია პროგნოზირება. ვფიქრობ, რომ სექტემბრისათვის ნათელი გახდება ეს საკითხები“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტი ოპოზიციური ძალების მიერ „ღია პლატფორმის“ შექმნის ფაქტსაც გამოეხმაურა.
„არასდროს ვენდობი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებზე დადიან და რაღაც კოორდინაციას აკეთებენ. ამ განწყობის პოლიტიკური ძალები წარსულში არიან დარჩენილები და ვფიქრობ, რომ სახელმწოფოს მომავალს არაფერში წაადგებიან“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ, რამდენიმე დღის წინ, ამსტერდამში გამართული შეხვედრაზე ,,ღია პლატფორმა“ შექმნეს.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

