უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2018 17:20
font-size

არავითარი პოლიტიკური კრიზისი მარტვილში არ არის - მარტვილის მერი

მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ უარყო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატისა და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადება, რომ მუნიციპალიტეტში „მწიფდება პოლიტიკური კრიზისი“, რომელშიც ჩართულია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი. ამის შესახებ გრიგალავამ droa.ge-ს განუცხადა.

გრიგალავასთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რის საფუძველზე გააკეთა დანელიამ ეს განცხადება.

„არ მომისმენია ოთარ დანელიას განცხადება. არავითარი პოლიტიკური კრიზისი მარტვილში არ არის, ჩვეულებრივი მუშა პროცესი გვაქვს, როგორც ყოველთვის. დანარჩენი, რაში ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, რა ფაქტების გამო აკეთებს ბატონი ოთარი ამ განცხადებას, მას უნდა ჰკითხოთ, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ“, - თქვა მარტვილის მერმა.

გრიგალავამ უარყო დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შესაძლო უთანხმოება.

„ჩემი მხრიდან არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს. ყოველთვის მზად ვართ ბატონ ოთართან თანამშრომლობისთვის. რადგან ასე გადაწყვიტა, რომ დაძაბული სიტუაციაა და ამას თვითონ იძახის, მაშინ თვითონვე უნდა გასცეს პასუხი, რას გულისხმობს. ჩემგან მას არანაირი დაძაბული სიტუაცია არ აქვს. არც პარტიის წევრებთან და არც უმრავლესობასთან. რატომ ფიქრობს ბატონი ოთარი ასე, არ ვიცი. ძალიან გამიკვირდა ეს განცხადება, ვინაიდან ის სხვა კუთხით უნდა იქცეოდეს მუნიციპალიტეტთან მიმართებით და ეს განცხადება ძალიან გასაოცარია“, -უპასუხა დანელიამ გამოცემას.

მან პასუხი ვერ გასცა ჟურნალისტის შეფასებას, რომ ეს განცხადება ჰგავდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას.

რაც შეეხება პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას, გრიგალავამ განაცხადა, რომ შესაძლო განხეთქილების შესახებ ეცოდინებოდა.

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი