არქივი
კომენტარი
არერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით განხორციელებული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უკრაინულ და რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული რუსი პრანკერ ლექსუსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შესაძლო სატელეფონო საუბარი პროვოკაცია და საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული „ვიკილიქსიდან“ განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მიგვიცია და არც ახლა მივცემთ გარკვეული ტიპის რეაგირებას“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აუდიოჩანაწერზე, აბაშიშვილს პასუხი არ გაუცია.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს Страна.უა-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა პრანკერმა ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვმა) უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაურეკა. როგორც პრანკერმა რუსულ მედიას განუცხადა, ის მღებრიშვილს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოყვანაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ის არ სჭირდება. როგორც პრანკერი ყვება, მღებრიშვილმა სააკაშვილს ავანტურისტი უწოდა და ურჩია, რომ „ჯობია, უსახლკარო იყოს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს“. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ქართულ მხარეს არ სურს სააკაშვილისგან „გმირის გამოყვანა“.
შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აღნიშნული სატელეფონო საუბარი უარყო და განაცხადა, რომ არასერიოზულია იმის დაშვება, რომ ორივე ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

