უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2018 17:20
font-size

არცერთი დღე არ შეწყვეტილა მუშაობა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა მედიის წარმომადგენელთა მიმართვას, რომლითაც ითხოვენ პარლამენტისგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას.

მდინარაძის მტკიცებით, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა არ შეწყვეტილა, თუმცა უმრავლესობაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არცერთი დღე არ შეწყვეტილა მუშაობა და შეხვედრები. ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფს. იცით, რომ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ თემაზე, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ჩვენც გვაქვს პოზიციები დასაახლოებელი – კერძოდ, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოფდეს ლიბერალურ მიდგომას ნარკომომხარებლებთან და, მეორე მხრივ უნდა ვიყოთ მკაცრები გამსაღებლებთან. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდება მიდგომების გამიჯვნა ნარკომომხმარებლებისა და გამსაღებლების მიმართ.

„დიფერენციაცია უნდა გაკეთდეს მომხმარებლებსა და გამსაღებლებს შორის. საბოლოო ჯამში, ამ ინტენსიური მუშაობის შედეგად ძალიან მალე მივალთ იქამდე, რომ ეს გამიჯვნა და ნარკოპოლიტიკის შემუშავებაც მოხდება სწორად“,- თქვა დეპუტატმა.

მედიის წარმომადგენლებმა პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. მათ მოუწოდეს პარლამენტს, შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა