უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2017 17:50
font-size

ასეთ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება - დავით ნარმანია

თბილისის მერი, დავით ნარმანია გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას. მისი თქმით, მერიამ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დაეხმარა მოვაჭრეებს.

მან ისაუბრა, რომ მერიამ მოვაჭრეებს კომერციულ ბანკებთან შუამავლობა გაუწია.

„ეს იყო გარკვეული შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კომერციული ბანკების მხრიდან, პროცესში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და მოხდა გადასახდელი თანხების გადავადება“, - განაცხადა ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან ასევე თქვა, რომ მერიის შუამდგომლობით მოვაჭრეებს ფართები გამოუყვეს მუშაობის გასაგრძელებლად.

„ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ ზიანის ჩამოწერა, რომელიც მათ მიადგათ, რათა არ დაიბეგროს გადასახადებით. გარკვეული შეღავათები გაკეთდა სალარო აპარატებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში“,- თქვა ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ზიანის ანაზღაურება მთავრობის კომპეტენციაში არ შედის და ეს უნდა ყოფილიყო მოგვარებული ბაზრობის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის.

„ძალიან ცუდია ის, რომ მათ შორის [ბაზრობის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის] ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა - არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. გარდა ამისა, ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენაც შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომის პარალელურად „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ ზარალის ანაზღაურებასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვრის დილას გაჩნდა. ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი