უკან

პოლიტიკა

21 აპრილი, 2018 17:40
font-size

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული მთავრობები სარგებლობენ რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედროს მხარდაჭერით. თავის მხრივ, რუსი სამხედროები ზღუდავენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების უფლებას.

ანგარიშის თანახმად, დე-ფაქტო ხელისუფლებები ზღუდავენ უმეტესწილად ეთნიკური ქართველების უფლებებს, იქნება ეს ხმის მიცემა, სხვადასხვა სახის ჩართულობა ადგილობრვი პოლიტიკურ პროცესებში, ბიზნესის რეგისტრაცია, მოგზაურობა თუ ქართულ ენაზე სწავლა.

აღნიშნულია, რომ 300 ათას ლტოლვილსა და ადგილნაცვალ პირს არ აძლევენ საშუალებას, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და აგრეთვე, შელახულია მათი ქონების უფლება.

ანგარიშში ხაზგასმულია საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ ხელოვნური ბარიერებისა და მავთუხლართების გავლება, რაც უარყოფითად მოქმედებს საზღვრისპირა რაიონებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე.

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უზღუდავენ წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას გახმაურებულ მკვლელობას, ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა, თუმცა ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2025 , 14:49

ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 4 ოქტ

„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:38

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარი აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახ

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შე

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება

10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითა

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი