უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

7 ივნისი, 2022 09:33
font-size

ანონსი - 7 ივნისი

11:00 საათზე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" „ლოლიტაში“ ბიზნესის, სასამართლოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით შრომით უფლებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

მის: ჭოველიძის 7

საკონტაქტო: კონსტანტინე შუბითიძე - 558 20 83 10

11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ბრიფინგს გამართავენ.

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „როგორ ხვდება სარესტორნო სფერო ზაფხულის ტურისტულ სეზონს - ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და კადრების დეფიციტი რესტორნებში. რა ზარალი მიადგა სარესტორნო სფეროს კოვიდპანდემიის დროს და როგორი მდგომარეობაა დღეს სექტორში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

თემა: ბიზნესის განვითარება გამოწვევების დროს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13

საკონტაქტო: 599 855251

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, პროფკავშირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან ერთად მსვლელობა - აქციას გამართავს.

მის.: წერეთლის #117, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობა.

14:00 საათზე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

მის: წერეთლის 118, („ექსპო-ჯორჯიას“ მესამე საგამოფენო პავილიონი).

15:00 საათზე, ესტონეთის ელჩთან, რიინა კალიურანდთან პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ წევრების შეხვედრა გაიმართება.

C კორპუსი, ოთახი N140

17:00 საათზე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის" წევრების შეხვედრა გაიმართება.

C კორპუსი, ოთახი N140

19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აქსელერატორი Founder Institute Georgia ვორკშოპს „სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის“ გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზირი #82

19:00 საათზე, ვასო გოძიაშვილის ბაღში, სერგო ფარაჯანოვის ბროწეულის ხე „ლელა“ დაირგვება და გაიმართება წარმოდგენა „თეთრი ანგელოზი".

მის: საირმის ქ.#67

საკონტაქტო: 555 11 42 71

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი