უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
კომენტარი


ასობით ათასი ადამიანი ამათი უტვინობის და ცუდმედიდობის მსხვერპლი გახდა - ნუგზარ წიკლაური
დღეს ვიგებთ, რომ არავითარი თავდასხმა სასულიერო პირზე არ იგეგმებოდა და ასობით ათასი ადამიანი ამათი უტვინობის და ცუდმედიდობის მსხვერპლი გახდა, - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტი უარყო.
,,მეხუთე დღეა, საქართველოს მოქალაქეები და ქართული მართლმადიდებელი საზოგადოება შოკირებულნი არიან პროკურატურის ცნობით პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმის შესახებ.
პრემიერი, მინისტრები, პარლამენტის წევრები უნისონში ულოცავდნენ ხალხს უდიდესი ტრაგედიის თავიდან არიდებას; ცხადია, მთავრობის და პროკურატურის ღვაწლის სათანადო აღნიშვნით.
პრემიერმა ისიც კი თქვა, ჩემი პირადი დაცვა ვაფრინეო ბერლინში პატრიარქის გადასარჩენად...
დღეს ვიგებთ, რომ არავითარი თავდასხმა სასულიერო პირზე არ იგეგმებოდა და ასობით ათასი ადამიანი ამათი უტვინობის და ცუდმედიდობის მსხვერპლი გახდა.
აპოკალიპტური ვნებებიც ამ დეგრადირებული მავნებლების მორცხვმა ღიმილმა შეცვალა, - მთლად ეგრე არ გვითქვამსო.
დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ უპასუხისმგებლო და უტიფარია მთავრობა, რომელიც მოქალაქეების საცდელ ბაჭიებად გადაქცევასაც არ ერიდება პოლიტიკური სარგებლის ძებნაში.
კომბლებით უნდა გავყაროთ, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი რამედ უღირს!’’ - წერს ნუგზარ წიკლაური.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

იაგო ხვიჩია რომ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე მეტყველებს – გოგა ხაინდრავა
26 იანვარი, 2021 , 16:16

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25