უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
- 08.05.2024 14:53საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი
არქივი
საზოგადოება
აუდიტორია 115-ს წევრები მეექვსე კორპუსის ბლოკირებას ახალი წლის და მომდევნო დღეებში გეგმავენ
აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ და კორპუსის ბლოკირებას ახალი წლის და მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.
ამის შესახებ მეექვსე კორპუსში გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტორია 115-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სტუდენტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აიძულა, რომელმაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლის გაუქმების ინიციატივა არ დაარეგისტრირა.
მისი თქმით, მარიამ ჯაში იქცევა როგორც გრინჩი.
„გაგვწირეს აქ ყოფნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ, დღის წესრიგში ვაყენებთ კანონში ცვლილების ინიციატივას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ 45-ე მუხლის გაუქმების საკითხი“,-აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.
მონიკა დავლიანიძე