უკან
საზოგადოება
18 იანვარი, 2019 15:29
აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგაზრდების სტიმულირება და არ იყოს ბარიერები.
„აუცილებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, პროფესიაში მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები და არ შევუქმნათ მათ ბარიერები, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამისათვის სამინისტრო შესაბამის პირობებს შექმნის.