უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2019 16:46
font-size

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს.

როგორც პირველ არხს ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელშიც ჩართული არიან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტი, რომელიც ინსპექტირების პროცესის მცირედით გამარტივებას გულისხმობს, მთავრობის სხდომაზე გავა.

„ტექნიკური ჯგუფი გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით.მაგალითად, თუ აქამდე ავტომობილის საქარე მინაზე ყველანაირი დაზიანება ხარვეზად მიიჩნეოდა, ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად დაზიანება არაუმეტეს ხუთი მილიმეტრისა, დასაშვები გახდეს. ამასთან, ხარვეზად არ იქნება მიჩნეული ფერის საკითხიც. მაგალითად, როცა მითითებულია ლურჯი ფერი და ცენტრში ინსპექტირების მიზნით შემოსვლისას იდენტიფიცირება ვერ ხდება, მიკრულია სარეკლამო სტიკერი, სახურავი ან საბარგული სხვა ფერია და ა.შ. საკითხს იურისტები განიხილავენ. როცა მთავრობის სხდომა დაინიშნება, ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევა“, – განუცხადა პირველ არხს ვაჟა იორდანიშვილმა.

ასოციაციის ხელმძღვანელი მძღოლებს მოუწოდებს, კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართონ ინსპექტირების ცენტრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ამ დროისთვის, ტექნიკური ინსპექტირება 50 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, ხარვეზი 24 ათასს დაუდგინდა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი