სამართალი
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დაკავებული ჟურნალისტი გაათავისუფლეს
აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.
სააგენტო ,,ტურანის’’ ინფორმაციით, ჟურნალისტი უკვე თავისუფალია.
ჟურნალისტის თქმით, ის ადვოკატთან, ჯავიდ რზაზადესთან ერთად საქართველოში მიემგზავრებოდა. სასაზღვრო პუნქტზე პასპორტის შემოწმებისას გააჩერეს და გადასცეს ცვლის უფროსს. აღნიშნული დილით, 04:37 საათზე მოხდა. დილის 05:00 საათისთვის ჟურნალისტი გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, დაკავების მიზეზი არ განუმარტეს.
როგორც ჟურნალისტმა აცახდებს, ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და ყველა ამოღებული ნივთი დაუბრუნეს, თუმცა აზერბაიჯანის დატოვების უფლება აუკრძალეს.
ჟურნალისტის გეგმავს, სასამართლოს მიმართოს იმის გასარკვევად, თუ რატომ აქვს აკრძალული ქვეყნის დატოვება.