უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2017 17:10
font-size

,,ბანკები და ფინანსები’’ ქართველ მილიონერთა კლუბის ახალ ათეულს აქვეყნებს

გამოცემა ,,ბანკები და ფინანსები’’ ქართველ მილიონერთა კლუბის ახალ ათეულს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ზოგი მათგანი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ზოგი ნაკლებად.

,,რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ შეძლებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად. დაძლიონ ის უფსკრული რაც ღარიბ ქვეყანაში წარმოიქმნება ხოლმე მილიონერებსა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ უმრავლესობას შორის.

ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ პრინციპს, რომ ესა თუ ის პიროვნება მილიონერად არ გამოვაცხადოთ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველზე.

ჩვენ დავეყრდნობით მათ მიერვე გასაჯაროებულ და დადასტურებულ მონაცემებს, უწინარეს ყოვლისა, ქონებრივ დეკლარაციებს, ,,ფორბსის”, რუსული ,,ფინანსი”-ს, ქართული კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებს. თუ ესა თუ ის პიროვნება არ დაეთანხმება ჩვენს ვერსიას, ვიღებთ ვალდებულებას, მომდევნო ნომერში უარვყოთ ინფორმაცია’’, - წერს ,,ბანკები და ფინანსების’’ ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე.

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ივლიანე წულაია – პარლამენტარი, შპს ,,არქის” აღმასრულებელი დირექტორი – 5 მილიონი

2. თამაზ ნავერიანი – პარლამენტარი, ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის დირექტორი – 3 მილიონი

3. ირაკლი კოვზანაძე – პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე, თსუს პროფესორი, გქბ-ს გენერალური დირექტორი, ,,ევრობანკის” ბანკირი – 2 მილიონი.

4. ლერი ხაბელოვი – პარლამენტარი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – 2 მილიონი

5. კობა ნარჩემაშვილი – პარლამენტარი, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი – 7 მილიონი

6. ბექა ოდიშარია – პარლამენტარი, შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი – 12 მილიონი

7. ქეთევან ციხელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ლიბერალური აკადემია თბილისის (LAთ) დირექტორი – 9 მილიონი

8. ნინო წილოსანი – პარლამენტარი, სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

9. აკაკი ბობოხიძე – პარლამენტარი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი – 1 მილიონი

10. აკაკი ზოიძე – პარლამენტარი, საკონსულტაციო ჯგუფ „კურაციო“-ს დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – 1 მილიონი

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი