უკან

მსოფლიო

12 აგვისტო, 2017 12:15
font-size

ბარაკ ობამა პოლიტიკაში ბრუნდება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიდ პოლიტიკაში ბრუნდება, რათა დაეხმაროს დემოკრატიულ პარტიას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაკარგული პოზიციების აღსადგენად. თუმცა, მისი ეს ნაბიჯი იმავდროულად დემოკრატიული პარტიისთვის რისკების შემცველია, - წერს Washington Examiner-ი.

გამოცემის ცმობით, უახლოეს კვირებში ობამას თანაშემწეები დაიწყებენ სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც თეთრი სახლის ყოფილ ხელმძღვანელს დაეხმარება ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი შიდაპარტიულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით, შემოწირულობების შეგროვების საქმეში.

თუმცა, ეს სტრატეგია, იმავდროულად დემოკრატიული პარტიისთვის რისკების შემცველია, რადგან თუ ობამა პარტიის ცხოვრებაში აქტიურად ჩაებმება, ეს ტრამპს მისცემს საშუალებას დემოკრატების კრიტიკისას იერიშის სამიზნედ სწორედ ის აქციოს.

ის ვერ ითამაშებს პარტიის "ფლაგმანის" როლსაც, რადგან ვერ მიიღებს მონაწილეობას 2020 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ დემოკრატებს სხვა ლოკომოტივის მოძებნა მოუწევთ, რომელიც უახლოესი 8 წლის განმავლობაში პარტიას განასახიერებს.

თუმცა, ობამას გავლენა და გამოცდილება პარტიისთვის თანხების მოგროვებაში და წინასაარჩევნო კამპანიების წარმოებაში დემოკრატებს ძალიან გამოადგებათ. გამოცემის ცნობით, ბოლო არჩევნებში რესპუბლიკელებმა საგრძნობლად გაუსწრეს დემოკრატებს შეაგროვეს რა 13,5 მილიონი დოლარი, როდესაც მათმა ოპონენტებმა მხოლოდ - 5,5 მილიონი.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო

1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მ

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი

30 სექტემბერი, 2025 , 09:23

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადად

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი

29 სექტემბერი, 2025 , 11:29

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს.

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2025 , 09:58

"Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა. "დიდი და

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ

10 სექტემბერი, 2025 , 08:48

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები. „მ

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი

5 სექტემბერი, 2025 , 18:11

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუ