კომენტარი
ბატონი ლავროვი და კარასინი იმ ქუჩებში სეირნობდნენ საიდანაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქეა გამოყრილი - დავით რაქვიაშვილი
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო მინისტრის ვიზიტს რუსეთის ცინიკური პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.
დავით რაქვიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს მსგავსი ნაბიჯების გამო რა შეიძლება მაღალი ფასი უნდა გადაახდევინოს.
„რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ისტორიულად ასეთია, ხან ჩერქეზებს გამოყრიან და მერე იქ ოლიმპიადას ჩაატარებენ, ახლაც ბატონი ლავროვი და კარასინი, იმ ქუჩებში სეირნობდნენ საიდანაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქეა გამოყრილი. ასე რომ ამ ცინიზმის შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამის უგულვებელყოფა, დანამდვილებით იქნება ყველას მარცხი. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს რუსულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და სახელმწიფომ იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის ამ მიმართულებით ახორციელებს ჩვენს საწინააღმდეგოდ,“- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

