უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2022 16:10
font-size

კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით. კონფერენციას – ცენტრალური ბანკების მომავალი (Future of Central Banking) მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ლიეტუვის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი ესწრება.

„კონფერენციაზე ისაუბრეს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს გვთავაზობს, ვიდრე ტრადიციული საბანკო სერვისები. ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია, დეცენტრალიზებული ფინანსების ზრდა კი ევოლუციის შემდგომი საფეხურებისკენ გვიბიძგებს. ფინანსების თანამედროვე ეპოქაში ცენტრალურმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, შექმნის გაწონასწორებულ ფინანსურ სისტემას, გააღრმავებს კონკურენციას და ჯანსაღ ციფრულ ფინანსურ გარემოს შექმნის.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, გედიმინას სიმკუსს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი