უკან
სამართალი
27 იანვარი, 2020 14:30
ბათუმის ყოფილ მერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს კი წელიწადი და ექვსი თვე. უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ცნობისთვის - მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე გასული წლის 30 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად ერთი მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.