უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2019 17:30
font-size

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გამწვანებისა და „მზიურის“ სრულად აღდგენა-მოწყობას ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით საქალაქო პარკების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროექტის სახით კი თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება.

„ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო აქ. მივიღეთ გადაწყვეტილება, პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით. ამჯერად „მზიურის“ ქვედა ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება და ახალი ხე-მცენარეები დაირგვება. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მოწყობილია საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, უკვე დამონტაჟებულია ახალი ელექტრობოძები და ლედ სანათები. კეთდება ხელოვნური ტბაც. ამ პროეტის ფარგლებში ვგეგმავთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც ხილიანს, ზოოპარკსა და „მზიურს“ დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ველობილიკები, დაიდგმება სკამები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, ურნები, ასევე, განთავსდება ზონირების შესაბამისი ნიშნები, გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტში გათვალისწინებულია დენდროლოგიური ნაწილიც, რომლის შესაბამისად პარკში დამატებით დაირგვება მცენარეები.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი