უკან

საზოგადოება

23 ივნისი, 2018 13:55
font-size

ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრის, ბესლან წუწაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში საქართველოს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.

დაკარგულის დედის ინფორმაციით, წუწაშვილი ლარსის გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ გაუჩინარდა.

როგორც ლეილა უმაროვა ამბობს, ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობას მან განცხადებით უკვე მიმართა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციების სამსახურის უფროსის, მაია ქარდავას განმარტებით, ოჯახის წევრის დაკარგვის შესახებ განცხადების საფუძველზე, მოძიების სამსახურის მიერ, მყისიერად გაეგზავნა ინფორმაცია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო დელეგაციებს.

„ჩვენი წარმომადგენლები არიან მსოფლიოს 90 ქვეყანაში და მათი საშუალებით, დელეგაციებს შორის კავშირით ხდება დაკარგული პიროვნების ძებნა“, – აცხადებს მაია ქარდავა.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა, 28 წლის ბესლან წუწაშვილმა, რომელიც ჩეჩნეთში მიეგზავრებოდა, 6 ივნისს ლარსის გამშვები პუნქტი გადაკვეთა და მას შემდეგ ოჯახს არ დაკავშირებია.

ახლობლებმა ბესლანის თანმხლები პირებისგან შეიტყვეს, რომ იგი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი