უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
პოლიტიკა
Bild: საქართველოში რუსეთის შეჭრის ეშინიათ
საქართველოში რუსეთის შეჭრის ეშინიათ,- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „ბილდი“.
სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმისა და მისი ტერიტორიების- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის 20 წლის შემდეგ, ნატო საქართველოში სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ ატარებს.
„სწავლება 12 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში პირველად, ბუნდესვერიც ღებულობს მონაწილეობას. გერმანია, საქართველოში 60 სამხედრო მოსამსახურეს და 6 ჯავშანმაქანას გზავნის. მიმდინარე მანევრებში, სულ რვა ქვეყნის- აშშ-ს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, სლოვენიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს 2,8 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს“,-ნათქვამია სტატიაში.
Bild აღნიშნავს, რომ მასშტაბური სწავლებების მიზეზი „რუსეთის მხრიდან მომდინარე საშიშროება გახდა“.
„არამხოლოდ ყირიმის ანექსიის გაგრძელება და რუსეთის აგრესია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეშფოთებას რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება „დასავლეთი“, რომელშიც ასი ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას და პუტინის მომდევნო ნაბიჯები იწვევს“,-აღნიშნავს გამოცემა.
ბუნდესვერმა „ბილდს“ დაუდასტურა, რომ „საუბარია, საქართველოს ტერიტორიის დაცვის სცენარზე“.
ამასთან, გერმანელ სამხედროებს არ დაუკონკრეტებიათ ვისგან არის „საჭირო საქართველოს ტერიტორიის დაცვა“.
„პრინციპში, ეს დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს“,- დასძენს სტატიის ავტორი.
გამოცემა ასევე წერს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ „თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ ოსეთში რუსული ტანკებია განლაგებული. დღესდღეობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის იკუპაციას განაგრძობს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას“.
მონიკა დავლიანიძე