უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 თებერვალი, 2019 12:10
font-size

ბიზნესომბუდსმენმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს ბიზნესომბუდსმენის აპრატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2018წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) დაფინანსებით ელექტორნული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეების ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ შემოტანილი განცხადების სტატუსებს და საქმის მიმდინარეობას. ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებელობა მიეცა.

2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებლი საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

მომართვიანობის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეიგონია. 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.

2018 წლის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემევალ სტრუქტურებთან შუამდლგომლობის თხოვნით მიმართავს.

ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის 40-მდე შემდეგ ორგანიზაციებთან.

გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს კონკურენციის სააგენტო, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება(DVW)) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან ორ ეტაპად (2018 წლის აპრილსა და ნოემბერში) შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ რეგიონული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ანგარიში და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების, ინფორმაციის გაცვლისა და ინსტიტუციური მშენებლობის მიზნით საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და უცხოელ ინვესტორებთან. 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ 20-მდე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში.

2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის'' ფუნქციის გამოყენების არეალი ფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაშიც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიზნესსექტორს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავებში. კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს რეკომენდაცია ან/და მიავლინოს ადვოკატი დავის პროცესში.

მიმდინარე წლიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი იღებს ლიდერის როლს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით.

2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები.

გასულ წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია დღგ-ს დაბრუნების პროცედურის გამარტივება, ელექტრონული საგადასახადო რეზიდენტის რეფორმა, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მეease 6 პოზიციაზე დაწინაურება, თანამშრომლობის დაწყება საფრანგეთი საარბიტრაჟო სასამართლოსთან და მცირე ბიზნესის რეფორმა (დაბეგვრის ახალი შეღავათიანი რეჟიმი).

დამატებით ინფორმაციისთვის: 2015 წლამდე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას მთავრობის დადგენილება არეგულირებდა და აპარატის საქმიანობის შესაძლებლობები შედარებით შეზღუდული იყო. 2015 წლიდან კი ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ სპეციალური კანონით რეგულირდება და აპარატი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივ მოქმედი წევრებით წარმოდგენილია: ინვესტორთა საბჭოში, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიაში.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი