საზოგადოება
ბიზნესომბუდსმენმა და შრომის ინსპექტორმა სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგის გახსნისთვის საჭირო რეგულაციები განიხილეს
ბიზნესომბუდსმენმა და შრომის ინსპექტორმა სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგის გახსნისთვის საჭირო რეგულაციები განიხილეს,- ამის შესახებ „მედიანიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.
კერძოდ, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.
შეხვედრას 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ვაგრძელებთ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს და ვმუშაობთ იმ ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილია. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს და შევთანხმდით სამუშაო პროცესზე. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ბიზნესისთვის პრაქტიკაში აღსრულებადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის გახსნა,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
30 იანვარი, 2026 , 19:03
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
30 იანვარი, 2026 , 17:26
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
30 იანვარი, 2026 , 17:20
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
30 იანვარი, 2026 , 13:25
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
30 იანვარი, 2026 , 12:03
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
29 იანვარი, 2026 , 16:18


