კომენტარი


ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს - ოპოზიცია გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავენ, დაგროვდა ბევრი კითხვა, რომელსაც მინისტრმა პასუხები უნდა გასცეს.
გარდა ამისა, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, გიორგი მღებრიშვილი უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
„ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია და ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი აკისრია პოლიციას. შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი, მას შემდეგ რაც მინისტრია, პარლაემენტში არასდროს არ ყოფილა. ჩვენ მას უმცირესობის ფორმატში ვიბარებთ, ძალიან ბევრ უმწვავეს საქმეზე პასუხების გასაცემად და მას თუ აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, უნდა წარმოადგინოს ეს არგუმენტები საპარლამენტო ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში. ეს მისი ვალდებულება არის“,-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოტე იოსელიანის განცხადებით კი, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პირობებში პოლიცია „ქურდების, დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური გახდა“.
„შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში. მან უნდა გასცეს ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი . ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს, მერე კიდევ ერთხელ მოუხადოს თითოეულ ქართველ პოლიციელს ბოდიში იმ მავნებლობებისთვის, რაც მან მიაყენა ქართულ პოლიციას.
მღებრიშვილის პირობებში საქართველოს პოლიცია, ჩვენი საამაყო პოლიცია გახდა ქურდების, დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური, სამწუხაროდ. ჩვენ უკიდურესად დაბალი დონე გვაქვს პოლიციელების გადამზადების და ესეც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრს არ ყოფნის გაქანება იმისა, რომ განსაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია პოლიციის დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან“,-აღნიშნა კოტე იოსელიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25