უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მარტი, 2020 15:30
font-size

ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად შეზღუდული სფეროების გარდა, ეკონომიკური საქმიანობა გაგრძელდება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, საგანგებო რეჟიმის პირობებში რა სახის ეკონომიკური საქმიანობა იზღუდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი თქმით, შეზღუდვას ექვემდებარება საცალო ვაჭრობა არასასურსათო საქონლით და ასევე სარესტორნე მომსახურება, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს რესტორნებისა და კაფეების საკუთარ ფართში. მინისტრის განმარტებით, უფრო მკაცრი და განსხავებული რეგულაციები დაწესდა მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც საგანგებო კარანტინის წესები მოქმედებს.

„გარდა ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისა, სადაც საგანგებო კარანტინია შემოღებული, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, ეკონომიკური საქმიანობა, კონკრეტულად შეზღუდული სფეროების გარდა, მთლიანობაში, ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება. კერძოდ, შეზღუდვას ექვემდებარება საცალო ვაჭრობა არასასურსათო საქონლით და სარესტორნე მომსახურება, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს რესტორნებისა და კაფეების საკუთარ ფართში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასასურსათო საქონლით ვაჭრობა, რომელიც დისტანციურად, ელექტრონულად და ადგილზე მიწოდებით, უსაფრთხოებისა და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული წესების დაცვით განხორციელდება, შეზღუდვას არ ექვემდებარება.

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:20

თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე „Georgia: Nexus for Investments“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებ

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი

30 სექტემბერი, 2025 , 17:21

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა

18 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქ

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი

საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 აგვისტო, 2025 , 11:31

2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავ

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა

18 აგვისტო, 2025 , 11:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენ