უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მარტი, 2020 15:30
font-size

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დადგენილი წესების დაცვით მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები - ნათია თურნავა

„პირველ რიგში, საგანგებო საკარანტინო რეჟიმის შემოღება კეთდება იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფრო ეფექტურად გავატაროთ პრევენციის ღონისძიებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის შემოღების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ნათია თურნავამ დღეს გამართული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე ისაუბრა საკარანტინო რეჟიმის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, დროებით ჩერდება მთელი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული, დადგენილი წესების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულის საწარმოები.

მისივე განმარტებით, დღის ბოლომდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რომელი საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

„შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მიწოდება. სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება -გადამუშავებასთან დაკავშირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის დღეს გამოქვეყნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ასევე არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას, კავშირგაბმულობას, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობას. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველანაირი პრევენციული სამუშაოები, ხელიშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები“, - აღნიშნა მან.

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:20

თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე „Georgia: Nexus for Investments“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებ

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი

30 სექტემბერი, 2025 , 17:21

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა

18 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქ

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი

საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 აგვისტო, 2025 , 11:31

2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავ

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა

18 აგვისტო, 2025 , 11:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენ