საზოგადოება


ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარი რუსული `ნივების` შესაძენად დახარჯეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარი რუსული წარმოების ავტომობილების "ნივების" შესაძენად დახარჯეს.
შესწავლის შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ძირითად ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია "გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“, რომელიც სახელმწიფო უწყებებს ნივებით ამარაგებდა.
არასამთავრობოს ვარაუდით, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებზე იყო მორგებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შესყიდვების სააგენტოს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა, აუდიტის სამსახურისგან კი „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვა.
ორგანიზაციის რეკომენდაცია კანონში ცვლილებებსაც უკავშირდება, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის პროდუქციის ყიდვაზე.
საკვანძო სიტყვები:

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო
26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს
26 სექტემბერი, 2025 , 17:45
მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:47

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000
26 სექტემბერი, 2025 , 12:38

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება
26 სექტემბერი, 2025 , 11:29

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
25 სექტემბერი, 2025 , 18:49