უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2017 15:45
font-size

ბოლო 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანი შემოწირულობების 91% მიიღო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა

„2017 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს“, - ასეთი დასკვნა გამოიტანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თავის კვლევაში „ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში“.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ აიღო. ზოგადი ტენდენციები კი ასეთია:

ჯამურად პოლიტიკურმა პარტიებმა 15 480 402 ლარის ოდენობის შემოწირულება მოიზიდეს, აქედან 11 189 128 ლარი (72%) 1 117 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაზე მოდის, ხოლო 4 291 274 ლარი – 68 იურიდიული პირის მიერ გაღებულ შემოწირულობაზე;

მთლიანი თანხის 91% (14 124 553 ლარი) მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 950 833 ლარით, ხოლო მესამეზე აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 122 496 ლარით. მეოთხე ადგილი დაიკავა „პატრიოტთა ალიანსმა“ 66 392 ლარით, ხუტეულს კი „ეროვნული ფორუმი“ ხურავს 39 182 ლარით;

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულობები 15-ჯერ აღემატება „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობებს და 10-ჯერ მეტია ყველა პარტიის ჯამურ შემოწირულობებზე.

68 შემომწირველი იურიდიული პირიდან 61 „ქართული ოცნების“ შემომწირველია, რომლებმაც მთლიანობაში მმართველ პარტიას 4 285 543 ლარი შესწირეს. მხოლოდ 7-მა იურიდიულმა პირმა გაიღო შემოწირულება „პატრიოტთა ალიანსის“, „ეროვნული ფორუმისა“ და „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ - სულ 5 711 ლარი.

1 117 შემომწირველი ფიზიკური პირიდან 537 „ქართული ოცნების“ დონორი იყო, რომელთაგან 279 ადამიანი, თავის მხრივ, 782 კომპანიასთან იყო გარკვეულ კავშირში;

42 შემთხვევაში ორ ან მეტ შემომწირველს გარკვეული კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან და ერთობლივად მინიმუმ 20 000 ლარი მაინც ჰქონდა შეწირული;

აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდის 30 შემომწირველი ფიზიკური პირი 2012 წელს მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაიღო თანხები

კვლევის ავტორებმა შემომწირველებს შორის აღმოაჩინეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, ასევე თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ასევე გამოკვეთა, რომ შემოწირულობის გაღებიდან მალევე ზოგმა კომპანიამ მსხვილ ტენდერში გაიმარჯვა ან სარფიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით ღიად დაკავშირებულმა 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 565 000 ლარი შესწირა, 2016-17 წლებში კი ამ თანხამ ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა;

შპს „პოლიმერი“-სა და „პოლიმერი 1“-ის თანამფლობელმა ხუთმა ფიზიკურმა პირმა 2016-17 წლებში მმართველ პარტიას მთლიანობაში 400 000 ლარი შესწირეს. ეს ორი კომპანია იმით არის აღსანიშნავი, რომ ისინი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები არიან. ამ პროგრამის ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს შპს „პოლიმერი 1“-ს თბილისში ქვემო ფონიჭალაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 990 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა;

2016-17 წლებში „ქართულ ოცნებას“ 170 000 ლარი შესწირეს ვაჟა ციგროშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. ამ ორმა პირმა გასულ წელს მმართველი პარტიის ანგარიშზე ერთსა და იმავე დღეს - 31 აგვისტოს ჯამში 75 000 ლარი შეიტანა. ამ ამბიდან ორ კვირაში საქართველოს პროკურატურამ ერთ-ერთი საქმე გახსნილად გამოაცხადა, რომლის შედეგადაც ვაჟა ციგროშვილს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი უკან დაუბრუნდა;

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში 50 000 ლარი შესწირეს შპს „ჯეუ გრუპი“-ის დირექტორებმა გიორგი მარკოიშვილმა და ნინო კიკაბიძემ. „ჯეუ გრუპი“ მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად თბილისში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. 2015 წლიდან „ჯეუ გრუპმა“ დაახლოებით 7 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტენდერი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებიდან ორ თვეში, მოიგო;

შპს „გზამშენი-18“-ის ორმა თანამფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 25 000 ლარი შესწირეს. „გზამშენი-18“ მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 10 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი - 4.6 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი ამ კომპანიას შემოწირულების განხორციელებიდან სამ კვირაში დაუდეს;

2017 წლის 1 ივნისიდან სულ 27-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა 5 000 ლარზე მეტი მოცულობის ფულადი შემოწირულება. ჩვენი შემოწმების ინტერესს წარმოადგენდა ის საჯარო მოხელეები, ან მათი ოჯახის წევრები, რომელთა მიერ პარტიისთვის გაღებული თანხა, მათი ოჯახის დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს შეადგენდა. ამ მხრივ ორი შემომწირველი გამოვარჩიეთ, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წინა წლის წმინდა შემოსავლის ნახევარზე მეტი შეწირეს პოლიტიკურ პარტიებს;

ნანა ბზეკალავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, მიხეილ გოგოტიშვილის მეუღლეა. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით მისი ოჯახის წმინდა შემოსავალი 2016 წელს (ავტომანქანის შეძენისა და ორის საბანკო სესხის მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით) შეადგენდა 4 593 ლარს. ბზეკალავამ 9 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ განახორციელა შემოწირულება 10 000 ლარის ოდენობით, რაც მისი ოჯახის 2016 წლის წმინდა შემოსავლის 217%-ს წარმოადგენს;

გიორგი ტაბიძე ს.ს. „RMG Copper:-ის სპეციალისტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის, ნათია ბუბუტეიშვილის მეუღლეა. მან 14 აგვისტოს 30 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ნათია ბუბუტეიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მათი ოჯახის 2016 წლის შემოსავალი 59 880 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაბიძემ ოჯახის წინა წლის შემოსავლის 50% მმართველ პარტიას შესწირა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ურჩია სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას, მეტი ყურადღება მიაქციოს პოლიტიკური კორუფციის კუთხით მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს. კვლევის ავტორების თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა მოაწესრიგოს შემომწირველთა შესახებ მონაცემთა ბაზა და გამოასწოროს არსებული ხარვეზები.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ