უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2025 15:27
font-size

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებს გვიკეთებს, იმით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არჩევნების დღე ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ დროს, არჩევნების დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საგამოძიებო კომისიისა და პარლამენტის დადგენილებით მხილებულია ხელისუფლებაში ყოფნისას კრიმინალური რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ხოლო ოპოზიციაში ყოფნისას – საქართველოს მტრობაში, აორგანიზებს ძალადობრივ შეკრებას. ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ ძალადობას, დამხობას და ა.შ. არჩევნების დღეს და არჩევნების მსვლელობისას 16:00 საათზე, როდესაც, ჯერ კიდევ, როგორც იტყვიან, გაგანია არჩევნები იქნება.

თუ ფაქტებს მივყვებით, გამოდის, რომ არჩევნების დღეს კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, მოძალადე ჯგუფი აორგანიზებს ძალადობრივ აქციას. ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი. დღეს როგორც ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში და მათი განცხადებით, ევროკომისიის ვიღაც წარმომადგენლებს შეხვდნენ სადღაც ევროპარლამენტში. თუმცა, მეორე მხრიდან ჩვენ რაღაც არ გვსმენია განცხადება, რომ მათ ოპოზიციას ძალადობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოხატვა 4 ოქტომბერს დაანონსებული ძალადობრივი რაღაც ღონისძიების მიმართ, ან თუნდაც დამხობისკენ მიმართული აქციის მიმართ, არის პასუხისმგებლობის გაზიარება.

„4 ოქტომბერს ერთი ქვაც თუ გავარდა პოლიციელის ან სხვა პირის მიმართულებით, თუ ძალადობის ერთი ფაქტი დავიანხეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე – აღარ ვსაუბრობ მაშხალებზე, „მოლოტოვის კოქტეილებზე“ და ა.შ, პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული ექნება ევროკომისიასა და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებისა და ხელის ჩამორთმევით. გუშინ საელჩოების განცხადებაც გავრცელდა, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს, შევხვდეთ ყველას. უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელთაც კრიმინალური წარსული აქვთ, უნდათ, 4 ოქტომბერს შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ, მაგრამ მაშინ თავადაც თქვან, საჯაროდ განაცხადონ, რომ მოუწოდებენ მათ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა. იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ მოძალადეების წახალისება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ცესკო-სგან ითხოვს, არჩევნების შემდეგ ვერიფიკაცია გავლილ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, გადაამოწმოს, რომელ უბანზე ფიქსირდება მისი ხმა

25 სექტემბერი, 2025 , 14:57

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ გახდეს შესაძლებელი, ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმ