უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 ბავშვი დაიღუპა- დავით მესხიშვილი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 61 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 3 ათასზე მეტი მცირეწლოვანი დაშავდა.

როგორც მესხიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული მონაცემი, ევროპის საშუალო მონაცემს 4-ჯერ აღემატება.

მესხიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში კატასტროფულად გაიზარდა და ევროპულ მაჩვენებელს 5-6-ჯერაც კი აღემატება.

„საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად 600 ადამიანს შეადგენს, რაც ყველა სტიქიის დროს მომხდარი გარდაცვალებების რაოდენობაზე გაცილებით მეტია. ის რაც ჩვენს გზებზე ხდება არის ჩვეულებრივი ომი, 10 ათასამდე ტრამვირებული ადამიანი. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, ასეთ საგზაო შემთხვევებში ხვდებიან სრულიად დაუცველები, ეს გახლავთ ბავშვები და განსაკუთრებით გაიზარდა ჩვილ ბავშვთა გარდაცვალებისა და ტრავმატიზმის მონაცემები. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშავდა 3 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 61 ბავშვი. ეს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოში ერთი დღეღამის განმავლობაში 2 ბავშვზე მეტი იღებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებას“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია თბილისის მერიის დაკვეთით იწყებს პროექტს „ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება“ რომლის ფარგლებში შეისწავლიან ამ შემთხვევბის რეალური მიზეზები, და შემდგომ ხლეისუფლებას რეკომენდაციებუი წარედგინებება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი