უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივნისი, 2019 16:30
font-size

ბოლომდე ნათელი არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემის რომელ მოდიფიკაციაზე საუბრობს მმართველი პარტია - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დაანონსა.

დღევანდელ განცხადებაში ბოლომდე ნათელი არ არის პროპორციული საარჩევნო სისტემის რომელ მოდიფიკაციაზე საუბრობს მმართველი პარტია, მაგრამ ვინაიდან ყველაზე აქტუალური 150-ივე დეპუტატის ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევაა, საია ამ მოდელს შეაფასებს.

ბუნებრივი ბარიერის პირობებში პარტიებისთვის პარლამენტში ერთი მანდატის მისაღებად საჭირო დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უნაკლო საარჩევნო სისტემა და ზემოთ განხილულ ვერსიასაც გააჩნია სუსტი მხარეები. კერძოდ, ის ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას.

თუმცა შემოთავაზებულ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

1. ფაქტობრივად ყველა ამომრჩეველს ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, შედეგად „ჰაერში გაფანტული ხმების“ (ხმები, რომელთა ერთობლიობა არ არის საკმარისი ამ ხმების ადრესატი პარტიის მიერ ბარიერის გადასალახად) ოდენობა მინიმუმამდე მცირდება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 19.2% დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ყოველ მე-5 ამომრჩეველს პოლიტიკაში წარმომადგენელი არ ჰყავს;

2. პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და მათ ელექტორალური მხარდაჭერა თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევა, როდესაც პარტიას მიღებული ხმების არაპროპორციული წარმომადგენლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში. მაგ. 2016 წლის არჩევნებში მმართველმა გუნდმა ხმების 48.68% მიიღო, ხოლო მანდატების 76.7% ერგო;

3. ამგვარად ფორმირებული პარლამენტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ამომრჩევლის განწყობას. ბუნებრივი ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ სარკისებურად, მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს.

ეს არგუმენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთისგან გამომდინარეობს, თუმცა, თავს იყრის მთავარ შედეგში: თითქმის არ რჩება საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მსჯელობის პროცესში არ არის ჩართული და რომლის პოზიციაც მაღალი ტრიბუნიდან არ ისმის. ეს კი ზრდის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და ხელს უწყობს სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარებას.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას ფართო დისკუსიის საფუძველზე ბოლომდე მიიყვანოს დაანონსებული ცვლილებები,“ - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი