უკან
საზოგადოება
21 აგვისტო, 2017 16:45
ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანის ვერტმფრენები ჩაერთვებიან
ბორჯომში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციის სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთვება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერტმფრენის გაგზავნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანების საფუძველზე მოხდა.