უკან

კომენტარი

7 ოქტომბერი, 2024 13:43
font-size

არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგი იმპიჩმენტის დაწყება გაუმართლებელი და არასწორია. პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშემწყობი ვერ იქნება.

„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ე.წ. კოჰაბიტაცია აქვს – ვითარება, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“.

ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის - კახა კალაძე

13 დეკემბერი, 2024 , 13:26

„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქ

ეს ზარი ივანიშვილთან ნიშნავს იმას, რომ განცხადებების დრო დასრულდა - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2024 , 16:52

ეს ზარი ივანიშვილთან ნიშნავს იმას, რომ განცხადებების დრო დასრულდა, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრ

ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე, ამას გამართლება არ აქვს – ლევან იოსელიანი

30 ნოემბერი, 2024 , 15:14

იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავ

ბოდიში და ალაოდ ხომ არ ხარ? - გია ხუხაშვილი

30 ნოემბერი, 2024 , 12:26

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „იცი, რომ არჩევნებზე იმამაძაღლეს და უკანონოდ მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია. იცი, რომ სესია უკანონოდ გამართეს და თავი დაინიშნეს. იცი, რომ უდიპლომო პრეზიდენტობის კანდი

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2024 , 14:09

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოწოდების სიმაღლეზე იყოს - კახა კალაძე

27 ნოემბერი, 2024 , 12:42

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პა