უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2017 12:40
font-size

ბრიტანეთის საელჩო თავის მოქალაქეებს თბილისში ვიზიტის შემთხვევაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო ბრიტანეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრების შემთხვევაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

დიპლომატიური წარმომადგენლობა რეკომენდაციებს თბილისში, 6 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ზოგადად კრიმინალის დონე დაბალია, თუმცა დროდადრო, განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს თავდასხმას, სექსუალური ძალადობისა და ძარცვის ფაქტებს.

უწყება მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, მოერიდონ ქუჩაში ღამის საათებში მარტო სიარულს და გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან მათი თქმით, პერიოდულად, ხალხმრავალ ადგილებში ადგილი აქვს ძარცვას.

განცხადებაში საუბარია, ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზეც.

გაფრთხილებების ჩამონათვლაში ნათქვამია, რომ თბილისში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და საგზაო წესების დარღვევა.

კერძოდ, დიპლომატიური უწყება ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ზებრა-გადასასვლელები და შუქნიშნები არ არის იმის გარანტია, რომ ავტომობილები მოძრაობას შეწყვეტენ და ურჩევს, შეძლებისდაგვარად მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლონ.

განცხადებაში, აღნიშნული ისიც, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არის განთავსებული და ბრიტანელ მოქალაქეებს ბარების თუ კაფეების საპირფარეშოებით მოუწევთ სარგებლობა.

ბრიტანეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ასევე, მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ თბილისის ქუჩები არ არის ადაპტირებული ეტლში მჯდომი შშმ პირებისთვის.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი