უკან

პოლიტიკა

22 თებერვალი, 2018 12:20
font-size

ჩაბუქის განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა თურქეთში შესაძლო საფრთხის მიუხედავად - Amnesty International-ი

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში თავისი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. მსოფლიო და რეგიონულ საკითხებთან ერთად მოხსენებაში შეფასებულია 2017 წელი საქართველოში. ანგარიშში მოხვდა დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც.

დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველოს ლტოლვილთა დ განსახლების სამინისტრომ ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ჩაბუქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგებოდა.

„24 მაისს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ჩაბუქს თურქეთის მხარე ბრალს „ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და ფეთჰულა გიულენთან კავშირში დებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩაბუქმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წლის ბოლოსთვის ის ჯერ კიდევ წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩებოდა“, - წერია Amnesty International-ის ანგარიშში.

ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩაბუქს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურებოდა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა