უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივნისი, 2018 15:35
font-size

ჩამომითვალეთ პოლიტიკური პარტიები და ყველას გავემიჯნები, ჩემი მიზანია ხორავას ქუჩის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას ფეისბუკპოსტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ის ემიჯნება პოლიტიკურ პარტიებს და მისი მთავარი მიზანია მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დადგენა და პასუხისგებაში მიცემა.

„კომისიას ვენდობი, თავიდან ბოლომდე ვენდობი. ჩვენ ამ თემასა და სხვა დეტალებზე უკვე ვისაუბრეთ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ კომისიამ. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ახლაც განაცხადა ბესელიამ, რომ პოლიტიკური გზავნილია ჩემი განცხადება და კიდევ მადანაშაულებს, თითქოს პოლიტიკაა ჩემ უკან ამოფარებული და მას როგორ ვენდო? ნახეთ ეთერში ჩემი და ეკა ბესელიას საუბარი, სადაც მან განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურები არიან ამოფარებულები ჩემ ზურგს უკან. ზუსტად ამის გამო არ ვენდობი. ჩემი საქმე არაა პოლიტიკა, ვემიჯნები პოლიტიკას, „ნაციონალებსაც“, „ოცნებასაც“. რამდენია კიდევ პოლიტიკური პარტია, ჩამომითვალეთ და ყველას გავემიჯნები. ჩემი მიზანია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა“, - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის ინფორმაციით, მისი ადვოკატი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებს რეგულარულად დაესწრება. რაც შეეხება უშუალოდ სარალიძეს, მან განაცხადა, რომ როცა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ მივა კომისიაში.

სარალიძემ კიდევ ერთხელ უნდობლობა გამოუცხადა კომისიის წევრ ეკა ბესელიას, თუმცა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ კომისია დაადგენს როგორც გამოძიების მფარველებს, ასევე მისი შვილის მკვლელებს.

„ადამიანი შეურაცხყოფას რომ მაყენებს, იმას როგორ უნდა ვენდო?! მე რომ დედა შევაგინო ბესელიას და მერე ბოდიში მოვუხადო, ზუსტად იგივეა, რაც ჩემს შემთხვევაში გვაქვს. მე ვითანამშრომლებ ამ კომისიასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა უნდობლობას ვუცხადებ ეკა ბესელიას. დანარჩენ წევრებთან მიმართებაში სრული ნდობა მაქვს. ეს ხალხი მიაღწევს იმ მიზანს, რომ დადგინდეს, ვინ მფარველობდა ამ გამოძიებას და ვინ არის ჩემი შვილის მკვლელები", - განაცხადა სარალიძემ.

დღეს ზაზა სარალიძემ კომისიის ხელმძრვანელთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 17-კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ ეკა ბესელიას არ ენდობა და მისი აცილება მოითხოვა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და