უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2025 11:49
font-size

ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით - თინა ბოკუჩავა

ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა.
„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს, ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.
ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან თვალებახვეული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში. ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, მას არ აძლევდნენ ტელეფონზე წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა, ეს არის, მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.
ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რეჟიმმა ჩათვალა, რომ მას ვერ იჭერენ და გადაწყვიტეს, მასზე ოჯახით ზეწოლა განახორციელონ“
„რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ. ამიტომ, გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია! არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, რეჟიმის სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი.
და აქვე ვიტყვი - მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება - ეს არის თავის და ხალხის მოტყუება და აქაც უნდა ითქვას სიმართლე - ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში.
მონაწილეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი.
იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, ივანიშვილთან ასეთ გარიგებაზე არ წავლენ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული სიტყვა. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ,” - ამბობს ბოკუჩავა.

საკვანძო სიტყვები:

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა