კომენტარი


ჩემს გატაცებას, ან განხორციელებულ ზეწოლას ადგილი არ ქონია - გიორგი როყვა
ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული გიორგი როყვა, ოზურგეთის რაიონული პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და „ქართული ოცნების“ კანდიდატთან მას არანაირი დაპისირება არ ქონია.
„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ა.შ. ადგილი არ ჰქონია. ბატონი ბეგლარის მიმართ იყო გავრცელებული ეს განცხადება. ზეწოლაზეც იყო საუბარი და გატაცებაზეც იყო. მე ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად. აქედან გამომდინარე, არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ გახლავართ“, - განმარტა როყვამ.
სამართალდამცავებმა გიორგი როყვა გუშინ დღის მეორე ნახევარში იპოვეს.
შსს-ს განმარტებით, როყვას დაზიანებები არ აღენიშნება და მის ჯანმრთელობასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის წარმომადგენლის, გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ შტაბმა გაავრცელა.
მათი ცნობით, როყვასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21