კომენტარი
ჩემთვის „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს - გიგი უგულავა
ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ, ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ “ქოცი” არ ხარ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.
“ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ, ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ “ქოცი” არ ხარ. ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.
პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს, სამწუხაროდ, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი კიდევ მოვიმკით. სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის „ლელო“ 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!“- წერს უგულავა.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

