უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 აგვისტო, 2025 13:12
font-size

ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა, „რვიანი“ არც ჩერგოს და არც არავის ხასიათზე აწყობილა, იმედია, „რვიანი“ ვერ დაიშლება - ელენე ხოშტარია

ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა, „რვიანი“ არც ჩერგოს და არც არავის ხასიათზე აწყობილა, იმედია, „რვიანი“ ვერ დაიშლება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, ბევრნი უნდა იყვნენ ქუჩაში, ხოლო, „ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა“.

„დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“; „დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?“; „რვიანი“ იშლება? ვერ შეუკრიათ ერთობა“; „13-ში გასვლას აზრი აქვს?“; „რას იტყვის „რვიანის“ წევრი ელენე ხოშტარია“; „დაველოდოთ აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს“ – სირცხვილია, მეგობრებო. ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა, „რვიანი“ ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.

Ps. იმედია, „რვიანი“ ვერ დაიშლება, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია „რვიანი“, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, სოციალურ ქსელში გამოყენებული ბავშვების ფოტოების გამო, მიიღონ გადაწყვეტილება „ფედერალისტების“ ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. საუბარია „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ კომენტარებზე, სადაც ჩერგოლეიშვილი ბავშვების ფოტოებს იყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნა: „გაუგებარია, რას ემსახურება ბოკუჩავას მუქარა, „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო „რვიანიდან“, ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა“.

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:33

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამ

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი