უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 დეკემბერი, 2017 11:45
font-size

ჩვენ არ ვიყიდებით - სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მუქარაზე

„ჩვენ არ ვიყიდებით“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას. ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა დაფინანსების შეწყვეტით, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს თეთრი სახლის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით.

ხუთშაბათისთვის დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილონ რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის პოზიციას იერუსალიმზე.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო პოზიციაზე მსჯელობაა საჭირო, ხოლო აშშ-ის მხრიდან საკითხის ასეთი დაყენება მართებული არაა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის მუქარებს ჩამოვშორდით და მეორე ქვეყნის მუქარებს არ უნდა დავექვემდებაროთ. რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ ამ შემთხვევაში, ეს სხვა თემაა და ამაზე შეიძლება მსჯელობა. მე ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რაც შეეხება მსგავსი ფორმით საკითხის დაყენებას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვიყიდებით“, -თქვა ზურაბიშვილმა.

დეკემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, რასაც დასავლელი პარტნიორებისა და ისლამური და არაბული ქვეყნების უკმაყოფილება მოჰყვა.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა