უკან
კომენტარი
18 დეკემბერი, 2018 11:20
ჩვენ დავიწყეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვა, რაც არსებული პროცენტების ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირების საშუალებას მოგვცემს - მამუკა ბახტაძე
ჩვენ დავიწყეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვა, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სისტემაში დღეს არსებული პროცენტები ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამის შესაძლებლობას ფინანსური ინსტიტუტებისთვის რისკების შემცირება იძლევა.
„ზოგადად, რისკის კომპონენტი შემცირდება ყველა ფინანსური ინსტიტუტის პორტფელში და შესაბამისად, მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი სესხები გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერმა.