უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ, დაიცვან წესები - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი შეეცდება, რომ გუნდის შიგნით ყველას აუხსნას, თუ რა წესი არ უნდა დაირღვეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წელი გაიხსენა, როდესაც უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება საბოლოოდ დავით ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვით დასრულდა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.
„თქვენ გახსოვთ შარშან ამ დროსაც კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, მოგეხსენებათ იყო ვინც. შესაბამისად აქაც სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ დაიცვან წესები. ჩვენ ვართ მაქსიმალურად პასუხისმგებელი წესების დაცვაზე.
მე პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით უმრავლესობაში დაიცვან წესები,“-განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ეკა ბესელიამ დავით ჭიჭინაძის მსგავსად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, კობახიძემ განაცხადა:
„მე თეორიულ ვარიანტებზე ვერ ვისაუბრებ, მთავარია ყველამ დაიცვას წესები. ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით კი არ დგას, ის არის ლიდერი გუნდის, შესაბამისად მე ვარ ამ გუნდის ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთ გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც გუნდის ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას.“
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


