კომენტარი
ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა - ზურაბ აბაშიძე
ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა - განაცხადა რუსეთში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურა აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ.
ამასთან, აბაშიძე ოპონენტთა კრიტიკას პასუხის დაგვიანებასთან დაკავშირებით არ იზიარებს.
„დაგვიანდა რამე? გაფუჭდა რამე ამითი? რამეს ხედავთ პრობლემურს? რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში არის რადიკალური სხვაობა. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით ვინ დაიწყო ომი. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ არ დააკლო თავის პოლიტიკით არაფერი, იმისათვის, რომ მომხდარიყო ის კატასტროფა, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში, “ - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული.
ამასთან, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თავად რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე.
„გავეცანით ბატონი ლავროვის კომენტარს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმის თაობაზე. კერძოდ, მან სავიზო რეჟიმის გაუქმება დააკავშირა რუს და ქართველ სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობასთან და ასევე, გარკვეულწილად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ცოტა მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ მისი გამარტივება, რაც მართლაც მოხდა და 2016 წლიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ბატონმა ლავროვმა ამ თვალსაზრისით ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია - ქართულმა მხარემ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამან გამოიწვია საქართველოში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა - დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ, ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ თავს. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველო ტერორისტების მომზადებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანა ნარკო ტრაფიკის ერთ-ერთი რგოლია. სწორედ ამიტომ, როგორც ლავროვი ამბობს, არ უნდა ელოდეს საქართველო რუსეთთან უვიზო მიმოსვლას.
ამავე კონფერენციაზე ლავროვმა 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

