უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2025 09:52
font-size

ჩვენ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ, არ შეიძლება, უცხოელმა აგენტებმა ასეთი ხანგრძლივი დროით სცადონ საბოტაჟის განხორციელება სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, 500 კაცით მათ რესურსი ვერ ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, დაემორჩილოს კანონმდებლობას.

„ჩვენ აქ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ. არ შეიძლება, უცხოელმა აგენტებმა ასეთი ხანგრძლივი დროით სცადონ საბოტაჟის განხორციელება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რეაგირება გვექნება, ძალაც საკმარისი გვაქვს. მათ ძალა საერთოდ არ აქვთ. ძალა რაში შეიძლება გამოიხატებოდეს – ერთი, რომ რესურსი უნდა გქონდეს, მათ შორის, ძალადობრივი და ა.შ. ესეც გავუნულეთ და მეორე – მთავარი რაც არის, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გავიმეორეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა არჩევნებში. ამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას. რაც შეეხება ოპოზიციას, წლევანდელ არჩევნებში იმის მესამედის მობილიზებაც ვერ მოახერხეს, რაც თუნდაც შარშან. ასეთ პირობებში არ აქვთ არავითარი ძალა, არც ხალხის მხარდაჭერა არ უმაგრებს მათ ზურგს და არც რაიმე სხვა რესურსი.

ერთადერთი ძალა აქვთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არის, სხვა არაფერი, თუ არა 51-ე აკაცუკი. იმ 50 უცხოელი აგენტისგან არაფრით არ განსხვავდებოდა ეს 51-ე ადამიანი. ამიტომ, რა რესურსია ეს, არაფერი რესურსი არ არის ფინეთის საგარე საქმეთა მინისტრის მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო აქციაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

4 თებერვალი, 2026 , 16:59

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი