უახლესი ამბები
- 26.04.2024 12:22საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია
- 26.04.2024 11:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
- 26.04.2024 08:54ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია
არქივი
კომენტარი
ჩვენ თანმიმდევრულად დავუჭერთ მხარს საქართველოს, ვიდრე ის ნატო-ს წევრი არ გახდება - იან კელი
საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ საქართველოს მანამდე დაუჭერს მხარს, ვიდრე ის ნატო-ს წევრი არ გახდება.
ამის შესახებ კელიმ ნატო-ს გენერალრუი მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სრულად შეესაბამება ამ განცხადებას. ჩვენ თანმიმდევრულად, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული, მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც, ზუსტად ეს განაცხადა აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, სანამ იგი არ გახდება ნატოს წევრი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის საჭირო ამისთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მონიკა დავლიანიძ